ხმაური ვარკეთილში – მოვაჭრეები მერიის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ამ წუთებში ვარკეთილში ხმაურია. მოვაჭრეები მერიის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის გამოც მათ გარევაჭრობა აეკრძალათ.

ადგილზე გზის გადაკეტვაც სცადეს,თუმცა ამის შესაძლებლობა მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მერიის ინფორმაციით, გარევაჭრობა აკრძალულია და თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კანონით ხელმძღვანელობს.

პირველ ეტაპზე გაფრთხილება ხდება. მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდეს მოვაჭრეებს, თავიანთი პროდუქცია გაყიდონ მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობისთვის განკუთვნილ ადგილებში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button