„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ თანამშრომლებს შეუძლიათ, სახლიდან მუშაობა პანდემიის შემდეგაც გააგრძელონ

„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ თანამშრომლებს შეუძლიათმ სახლიდან მუშაობა პანდემიის შემდეგაც გააგრძელონ. როგორც სოციალურ ქსელში აცხადებენ, მათი აზრით, დისტანციურად მუშაობა კაცობიორბის მომავალია. ამრიგად, „ფეისბუქის“ თანამშრომლებს შეუძლიათ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მენეჯერებს მიმართონ და მათი თანხმობის შემთხვევაში, სახლიდან მუშაობა მუდმივად გააგრძელონ.

შეგახსენებთ, გასულ მაისში „ფეისბუქის“ ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მომდევნი 5-10 წლის განმავლობაში სოციალური ქსელის თანამშორომელთა 50 პროცენტი სახლიდან იმუშავებს.

„ფეისბუქი“ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას და თანამშორომელთა სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მაისის დასაწყისში აპირებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button