რეჯეფ თაიფ ერდოღანი: საბერძნეთი თურქების შთამომავლებს პატივს არ სცემს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ათენის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს. ის თურქთა შეურაცხყოფად მიიჩნევს საბერძნეთში მუფთის დანიშვნას. ამის შესახებ Anadolu წერს.

„ლოზანის ხელშეკრულების თანახმად, საბერძნეთს არ აქვს უფლება, დანიშნოს უმაღლესი მუფთი, ისევე, როგორც თურქეთს არ შეუძლია ჩვენს ქვეყანაში პატრიარქის დანიშვნა. ეს არა ბერძენი მოხელეების, არამედ ჩვენი მუფთებისა და იმამების გადასაწყვეტია“ – აღნიშნა ერდოღანმა.

მუფთი არის მუსლიმანთა იურისტ-ღვთისმეტყველი, ყურანის განმმარტებელი, უმაღლესი სასულიერო პირი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button