სპარტაკ პოლეიანი: გახარიამ, კაცი, რომელზეც ამბობდნენ საუკეთესო კრიზის მენეჯერიაო, სწორედ კრიზისულ მომენტში წავიდა მთავრობიდან და ზურგი აქცია კაცს, რომლის წყალობითაც გაიცნო ხალხმა

,,ქართული ოცნების” წევრი

,ქართული ოცნების” წევრი სპარტაკ პოლეიანი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე:

 

“2012 წლიდან მოყოლებული,რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ქართული ოცნებით ხელისუფლებაში, ბევრი ადამიანი დაიყენა გვერდით..ჩააბარა ქვეყნის მართვის სადავეები, მაგრამ ბევრმა უღალატა და ზურგი აქცია შემდეგ..არც გახარიაა გამონაკლისი, იგი სწორედ ივანიშვილის წყალობით გაიცნო ხალხმა და ბოლოს კი,სწორედ მაშინ მიატოვა ხელისუფლება, როცა ყველაზე მეტად აუცილებელი იყო, მისი იქ ყოფნა…კაცი, რომელზეც ამბობდნენ საუკეთესო კრიზის მენეჯერიაო..,სწორედ კრიზისულ მომენტში წავიდა მთავრობიდან…ახლა კი პარტია დატოვეს მისმა თანაგუნდელებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დაიწყეს ოცნების და ხელუსუფლების კრიტიკა…უხერხულია, როცა სწორედ პარტიის დახმარებით მოსხდნენ პარლამენტში,სწორედ პარტიამ მისცა შანსი ასპარეზზე გამოსვლის, გაინაღდეს ადგილები და ახლა შეუტრიალდნენ ოცნებას…ამას ქვია ზუსტად ღალატი,არაკაცობა და გამყიდველობა…ეხლა აღმოაჩინეს,თურმე ხარვეზები ხელისუფლებაში და ეხლა ცდილობენ დაპირისპირებას…იმდენად თავხედები არიან,რომ ივანიშვილთან დაპირისპირებასაც კი არ გამორიცხავენ, საკუთარი იმიჯის და სახელის გასამტკიცებლად..მინდა გითხრათ მეგობრებო,რომ ამას ქვია ღალატი და ხალხი ასეთ საქციელს არავის პატიობს, მითუმეტეს მათ, ვინც ივანიშვილის წყალობით ეღირსა თანამდებობას და სახელის მოხვეჭას…არაფერი გამოგივათ, რადგან კარგად ვისწავლეთ კარგის და ცუდის გარჩევა..ასე რომ მორჩით ზღაპრებს, თქვენი მოღალატეობრივი ქცევით ვერ მოერევით ქართულ ოცნებას და ვერ მოხვალთ სათავეში….თქვენი შანსი 0% ია…” – სპარტაკ პოლეიანი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button