ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება

ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება. ამის შესახებ ნატოს განცხადებაშია ნათქვამი.

„იმის გათვალისწინებით და იმის აღიარებით, რომ ავღანეთის წინაშე მდგარი გამოწვევების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ 1-ლი მაისისთვის „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ძალების გაყვანას დავიწყებთ. ვგეგმავთ, რომ აშშ-ისა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ძალების გაყვანა რამდენიმე თვეში დასრულდება. ძალების გაყვანის დროს თალიბების ნებისმიერ თავდასხმას მოკავშირეთა ჯარებზე მტკიცე ძალით ვუპასუხებთ“, – ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

„დროა დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა ამერიკული ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button