საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება

საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს 1990 წლიდან უკვე ოცდამეცხრედ აღინიშნება. უკვე 43 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსული გეგმა ჩავარდა და კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერი ვერ შეცვალეს.

ამას 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტები მანიფესტაციებით დაუპირისპირდნენ. მოსკოვი საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმებას აპირებდა. ამ მანიფესტაციების შედეგად საქართველოს ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსით შეუნარჩუნდა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button