ექსპერტებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, გამოიყენონ თუ არა ჩინური ვაქცინები 60 წლის ზემოთ ჯგუფში – თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია  ამბობს, რომ ჩინური “სინოფარმისა” და “სინოვაკის” თაობაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდებიან.

“გარკვეული შეფერხებები იქმნება იმის გამო, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება ადგილები, რა თქმა უნდა, ლიმიტირებულია. ყოველდღიურად ემატება ახალი ჰოსპიტლები, ახალი ბრიგადები. გუშინ საღამოს დაემატა 6 ახალი ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ასევე, რამდენიმე საავადმყოფო ემზადება, რომ კვირის ბოლომდე ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს, ესეთი არის “სინოფარმი” და “სინოვაკი“, ორივე თვის ბოლომდე ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. საუბარია იმაზე, რომ მათი ეფექტურობა არის საკმაოდ მაღალი. თუმცა, ჯერჯერობით, მონაცემები 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში არის შეზღუდული, ამდენად, ექსპერტების ჯგუფს უჭირს, ჯერჯერობით, პირდაპირი გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ეს ვაქცინები რამდენად უნდა იქნეს გამოყენებული 60 წლის ზემოთ ჯგუფში,“ – ამბობს თამარ გაბუნია

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button