ბათუმში ქალი საკუთარმა დისშვილმა, სავარაუდოდ, ქონების გამო დაჭრა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 52 წლის ქალი, სავარაუდოდ, საკუთარმა დისშვილმა დაჭრა, თვითმხილველების თქმით, მათ ერთმანეთთან დავა ქონების გაყოფის გამო ჰქონდათ.

ქალს შემავალი ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ცნობით, ქალი საავადმყოფოში შეყვანისას კონტაქტური იყო, თუმცა მისი მდგომარეობა იყო მძიმე.

ფაქტზე პოლიცია 23 წლის მამაკაცს ეძებს, ის წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button