ენგურის გადმოლახვის დროს დაღუპული ცოლ-ქმარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

ცოლ-ქმარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას ენგურთან ემსხვერპლა, მშობლიურ სოფელში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს. ცხედარს თან მიჰყვებოდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოახერხა გადასვლა ენგურის ხიდს მიღმა, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე.

გალელებს გადაადგილება და ზუგდიდში ჩასვლა რისკის ფასად უწევთ. ენგურის ხიდი მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია. ქართული მხარე სრულ პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

“ძალიან ახლობელი ადამიანები ენგურს გამოღმა დავრჩით. ადამიანები, რომელთა მთავარი ტკივილი უკვე იქით მხარეს არის. იქ შვილები ელოდებიან. ტრაგედია ტრიალებს. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა,”- განაცხადა გარდაცვლილების ახლობელმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button