აჭარაში COVID-19-ის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს 9 აპრილის მონაცემებით, აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში covid-19-ის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 267 პაციენტი მკურნალობს და მათგან 1 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება სულ 1 925 პირი.
108 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button