ბათუმის რესპუბლიკურ სავაადმყოფოში COVID-19-ით ახალგაზრად ქალი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ სავაადმყოფოში დღეს კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ინფორმცაის ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, მათი ცნობით პაციენტის
სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

კოვიდ 19-ის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. საჭირო გახდა აპარატული მხარდაჭერა.

პაციენტი გურიის რეგიონში მცხოვრები 28 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 აპრილს შეიყვანა.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button