ბათუმში სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა – ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანი მაშველებმა გამოიყვანეს

ბათუმში ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის უკვე კლინიკაში არიან გადაყვანილი.

დაღუპული მამაკაცი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, სახლის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და ახლაც რამდენიმე ნათესავი მის მშენებლობას ერთად აგრძელებდა.

მშენებარე სახლის ნგრევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button