წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი მოკლეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ რიონში მოკლულები ძმები არიან. გავრცელებული ცნობით, ისინი ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

შსს  ინფორმაციით, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button