გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდების ძებნის 10 საათიანი სამაშველო ოპერაცია – სად იპოვეს მონადირეები

9 საათიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ მაშველებმა გომის მთაზე დაკარგულებიდან 3 ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

ზარი 112-ში გამთენიისას შევიდა. ცნობილია, რომ სანადიროდ წასული ახალგაზრდებიდან ერთი წუხელ გაიყინა, დანარჩენი სამის ძებნა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ძებნის ოპერაცია გართულდა ქარბუქის გამოც, რადგან პროცესში ვერ ჩაერთო ვერტმფრენი. იმის გამო, რომ თოვლში ავტომობილებით ვერ ხერხდებოდა გადაადგილება, ფეხით მიმავალ ჯგუფს გზას მძიმე ტექნიკა უკვალავდა.

უამინდობის გამო სანადიროდ წასული ახალგაზრდებიდან ერთი გაიყინა, ორი კი მძიმე მდგომარეობაში იყო, ერთმა პირმა კი მაშველებთან სატელეფონო კონტაქტზე გასვლა მოახერხა.

ამ დროისთვის სამივე ახალგაზრდა ნაპოვნია. მაშველებმა ჯერ ნივთები და ის ადგილი აღმოაჩინეს, სადაც ახალგაზრდები გარკვეული პერიოდი დაბანაკებულები იყვნენ, მოგვიანებით კი სამივე პირი 200 მეტრის დაშორებით იპოვეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button