ხანძრის შედეგად ევროპაში ინტერნეტ მონაცემთა უმსხვილესი ფირმის სერვერები განადგურდა

ხანძრის შედეგად ევროპაში ინტერნეტ მონაცემთა უმსხვილესი ფირმის სერვერები განადგურდა.

საუბარია ფრანგულ კომპანია OVHcloud-ზე, რომლის შენობასაც ცეცხლი გუშინ ღამით გუჩნდა. ხანძრის შედეგად, შენობაში განთავსებული ოთხი მონაცემთა ცენტრიდან ერთ-ერთი განადგურდა და კიდევ ერთი დაზიანდა.

OVHcloud-ი 1999 წელს შეიქმნა და ის Amazon Web Services-ის, Microsoft’s Azure-ისა და Google Cloud-ის კონკურენტია. OVHcloud-ის კლიენტებს შორის არიან საფრანგეთის მთავრობა, პომპიდუს ცენტრი და კრიპტოვალუტის ბირჟა „დერიბიტი“.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button