ერევანში მორიგი ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს

სომხეთის დედაქალაქში მორიგი ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს.

დემონსტრაციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

9 მარტის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირებას აგრძელებს. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილი დღეს საკანონმდებლო ორგანოში უკანა შესასვლელიდან მაინც შევიდა.

დღეს სომხეთს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი 25 თებერვლის შემდეგ ითხოვდა, თუმცა პრეზიდენტი უარს ამბობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მთავრობის გადაყენება მოითხოვა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button