ვანდალიზმის ფაქტი თბილისში – ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დააზიანეს

კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს.  თბილისის მერიის  ცნობით, ფაქტი გუშინ  საღამოს დაფიქსირდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მემორიალი ახლახან, მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button