შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

არ არის გამორიცხული გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ხუთ ბრალდებულს დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანოს.

მოსამართლის ვერდიქტამდე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ორივე მხარეს რეპლიკების წარმოთქმის უფლება აქვს. ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება.

განსხვავებულია ბრალდების მხარის მოლოდინი. გუშინდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულთა უფლებადამცველებმა. სასამართლო პროცესი 11 საათზე უნდა დაიწყოს.

“ამიტომ მოითხოვა, რომ რეპლიკის შეთანხმება უნდა სხვა პირებთან და მერე საბოლოო სიტყვებს ვიტყვით. მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი, არანაირი სხვა დაშვება იმიტომ, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით სახეზე ფიზიკურად, რომ დანაშაული მოხდა ეს არ გვაქვს,” – აცხადებს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდების მხარე წარმოადგენს რეპლიკას მათ დასმულ სიტყვაზე, შემდეგ დაცვის მხარეც და შემდეგ უკვე არასრულწლოვანი და ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ადვოკატს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, ვინაიდან მათივე თქმით, ბრალდების მხარის პოზიციის გასამყარებლად საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

როგორც პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს დაცვის მხარისგან მეტი მოლოდინი ჰქონდა, რომ დასკვნითი სიტყვა სხვა კუთხით იქნებოდა დასაბუთებული. პროკურორის თქმით, სასამართლო დარწმუნდა, რომ ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა მათთვის შერაცხული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button