ოპოზიცია დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

საერთაშორისო შუამავლებთან ერთად რამდენიმე საათიანი შეხვედრის მიუხედავად ოპოზიცია პიკეტირებასა და აქციებზე უარის თქმას არ აპირებს.

დღეს დილიდან პარლამენტის შენობის პიკეტირება იგეგმება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროტესტი გაგრძელდება სანამ ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, ნუ გახდებიან კანონით გათვალისწინებულ ნორმებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პროტესტის ფორმები მართლზომიერების ჩარჩოებს არ უნდა ცდებოდეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button