ინდოეთში მამლების ბრძოლის დროს კაცი საკუთარმა ფრინველმა მოკლა

ინდოეთში მამლების არალეგალურ ბრძოლაში მონაწილე ფრინველმა საკუთარი პატრონი მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, ტელანგანას შტატის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრძოლაში მონაწილე მამლებს ფეხებზე სპეციალურ დანებს უმაგრებენ. ერთ-ერთმა ფრინველი რინგიდან გაიქცა, მისმა პატრონმა კი მისი დაჭერა სცადა და სწორედ ამ დროს 7-სანტიმეტრიანი დანა საზარდულში მოხვდა. კაცმა ბევრი სისხლი დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიცია ბრძოლაში მონაწილე 15 ადამიანს ეძებს. მამალი კი ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი ერთ-ერთ ფერმაზე გადაიყვანეს. მას სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგენენ.

მამლების ბრძოლა ინდოეთში 1960 წლიდან არალეგალურია. გასულ წელს, მსგავსი შემთხვევა ფილიპინებზე მოხდა. მაშინ მამალმა რეიდში მონაწილე პოლიციელი მოკლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button