ხანძარი ელიავას ბაზრობაზე – მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე – ცეცხლი ერთ-ერთ სასაწყობე ფართს გაუჩნდა, სადაც სამშენებლო მასალები ინახება. ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ამ ეტაპზე, ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, ასევე, არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

ადგილზე 14-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button