ინდოეთში, ჰიმალაის ყინულის მოწყვეტის შედეგად, სავარაუდოდ, 150 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ჰიმალაის ყინულის მოწყვეტის შედეგად, სავარაუდოდ, 150 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები და დაკარგულები.

ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. ახლომდებარე რამდენიმე სოფლიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაცია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი ამბობს, რომ მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სამსახურებთან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button