მამუკა მდინარაძე – ბრალდებულს როდესაც გირაო აქვს შეფარდებული, მასზეა დამოკიდებული, დაუმძიმდება თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახე

როდესაც ბრალდებულს გირაო აქვს შეფარდებული, მასზეა დამოკიდებული, მისი აღკვეთის ღონისძიების ბედი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პროკურატურაში ნიკა მელიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც როგორ განვითარდება მოვლენები, მხოლოდ ნიკა მელიაზეა დამოკიდებული და არა პროკურატურაზე ან სახელმწიფოზე.

„როდესაც ადამიანს გირაო აქვს შეფარდებული, ისე როგორც არასდროს, ნებისმიერ ბრალდებულზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი ბედი, აღკვეთის ღონისძიების ბედი, დაუმძიმდება თუ არ დაუმძიმდება. გამონაკლისები მსოფლიოშიც არ არსებობს. შესაბამისად, ჩემი საქმე არ არის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რაიმე მოწოდებები გავაკეთო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კონკრეტულ პირზეც კი შემიძლია ვთქვა, რომ მასზეა დამოკიდებული. არც პროკურატურაზე, არც სახელმწიფოზე, არც მით უმეტეს პოლიტიკაზე. სხვას არავინ არ უნდა დააბრალოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკანორ მელია დღეს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button