თამარ გაბუნია – სავაჭრო ობიექტებში წესები კარგად იყო დაცული, მასთან დაკავშირებული რისკები მინიმალურია

მისივე განმარტებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი მნიშვნელოვანწილად შემცირებული ტესტირებით იყო განპირობებული.

ამასთან, გაბუნია აღნიშნავს, რომ სავაჭრო ობიექტებში წესები კარგად იყო დაცული და მასთან დაკავშირებული რისკებიც მინიმალურია.

„მობილობის გაზრდის მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვქონდა და როგორც იცით, მობილობა პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიის, კორონავირუსის შემთხვევების ზრდას. ამდენად, გარკვეული მატება, დაახლოებით, ერთი-ორი კვირის შემდეგ მოსალოდნელია, იანვრის შუა რიცხვებისთვის მატება იქნება იმასთან შედარებით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო შემცირებული ტესტირებით, სამიდან ოთხი ათასამდე შუალედში იყო ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ამ კვირაში, უკვე დღეიდან მაღალი აქტივობა შეინიშნება ტესტირების წერტილებში, ბევრი მოქალაქე მიმართავს ამ წერტილებს და, გარკვეულწილად, გამოვლენაც გაიზრდება, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს არის რეალურად მატება, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს აქტიურ სტუმრიანობას, ან სავაჭრო ობიექტებში აქტივობას, კარგი იყო ის, რომ ამ პერიოდში სავაჭრო ობიექტებში წესების დაცვა კარგად ხორციელდებოდა, მასთან დაკავშირებული რისკები არის მინიმალური. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებში სტუმრიანობის დროს თუ ნიღაბი არ გვიკეთია და დისტანციაც დაცული არ არის, ეს შესაძლოა, გარკვეულწილად გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button