ხვალიდან სავაჭრო ცენტრები ისევ დაიხურება

2 იანვრიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე მოლები ისევ დაიხურება.

დღეის ჩათვლით სავაჭრო ცენტრების მუშაობისთვის დაწესებული შეზღუდვები ასეთია:

მომხმარებლების ნაკადები მაღაზიებში დაიშვება შეზღუდულად, მხოლოდ 1 ადამიანი 20 კვ.მ-ზე, ფასდაკლებები დასაშვებია მხოლოდ დილის საათებში ან ონლაინ. არ იმუშავებს გასახდელები, დასაშვები იქნება პროდუქციის დაბრუნება–გაცვლა 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ერთ თვიანი შეზღუდვების შემდეგ, სავაჭრო ცენტრებს 24 დეკემბრიდან ფუნქციონირების განახლების საშუალება 2 იანვრამდე მიეცათ – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მოლები 19:00-მდე იმუშავებს, ამის შემდეგ კი სავაჭრო სექტორზე ისეთივე შეზღუდვები გავრცელდება როგორიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა.

რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული შეზღუდვები, ჯერჯერობით უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button