კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 484 თბილისში, 81 აჭარაში, 185 კი იმერეთში გამოვლინდა

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლში გამოვლიბდა 84 ახალი შემთხვევფა, შიდა ქართლში – 63, გურიაში – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 61, კახეთში – 61, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 613, აჭარაში – 541, იმერეთში – 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 პირი, მათ შორის, თბილისში – 505, აჭარაში – 106, იმერეთში – 214. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, მათგან თბილისში – 200, აჭარაში – 84, იმერეთში – 67. 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 523 – თბილისში, 620 – აჭარაში, 100 – იმერეთში. 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 187, აჭარაში – 135, ხოლო იმერეთში – 13. სულ 6 ოქტომბრიდან – 26 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 974 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 713 პირი, აჭარაში – 3 451, იმერეთში – 4 858“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button