გახარია – მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე, ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვიპოვოთ

გიორგი გახარიამ იმ სასტარტო უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანას გლობალური კონკურენციის პირობებში ექნება.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, თუ როგორ გავართმევთ თავს პანდემიას, იქნება ეს ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების კუთხით, არ შეიძლება არ გავიხსენოთ არჩევნები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არის ის სასტარტო პირობები, რომელიც მისცემს შესაძლებლობას საქართველოს, პატარა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს იმ პოსტპანდემიურ გლობალურ კონკურენციაშიც, რომლის მოწმეებიც ჩვენ სულ მალე გავხდებით. მოგეხსენებათ, ვაქცინა შესაძლებელი გახდება და გლობალური კონკურენცია იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ისევე როგორც მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე, გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი და ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვუპოვოთ ჩვენს ქვეყანას პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში, როგორ შეძლოს და მიაღწიოს მეტ შედეგებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button