პაატა იმნაძე – ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს, თუ რამე შემსუბუქდება, უნდა დავიცვათ წესები, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც იყო ნოემბრის ბოლოს

მისი თქმით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მხრივ სიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია.

„ერთი დღის და თითო დღის მონაცემებით, საერთოდ არ მსჯელობენ დაკლებაზე ან მომატებაზე. ერთი კვირის მონაცემები მაინც უნდა იყოს. წინა კვირა გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაცია მოხერხდა, შეზღუდვების დაწესების შემდგომ და ოდნავ კლების ტენდენციაც გამოჩნდა, მაგრამ რა თქმა უნდა სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მეტია, იმიტომ რომ დროში მოჰყვება ორი კვირის მერე. წინა ორი კვირის წინ 4000 და 5000 შემთხვევა იყო, ახლა მძიმდებიან ის ადამიანები. აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს და იმედი გვაქვს, რომ თუ რამე შემსუბუქებები იქნება, მერე ადამიანებმა, თვითონ ჩვენ და ბიზნესმა უნდა დავიცვათ წესები, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც იყო ნოემბრის ბოლოს. დეკემბრის დასაწყისში“, – განაცხადა იმნაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button