მთიან ყარაბაღში რუსი ოფიცერი განაღმვის დროს დაიღუპა

მთიან ყარაბაღში, შუშის რაიონში რუსი ოფიცერი განაღმვის დროს დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„17 დეკემბერს, შუშის რაიონში გზის ნაწილის განაღმვის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. განნაღმვის ჯგუფის ოფიცერმა მძიმე ჭრილობა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button