“მომავალი 2 კვირა, პირდაპირ გეუბნებით, გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ, საქართველოში ინფიცირების პიკმა გადაიარა, თუმცა, ამირან გამყრელიძე სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებს.

“პიკი ჩვენ, თითქოს, უკვე გადავიარეთ. ქვეყანაში ამ ეტაპზე, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი. მაგრამ, ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, იმიტომ, რომ გაფართოებული ტესტირების ფონზე, ამ კვირაში, ჩვენ შეიძლება კიდევ გვქონდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირების ზრდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი მაჩვენებელი, რომელიც გადააჭარბებს წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს.

მომავალი 2 კვირა, პირდაპირ გეუბნებით, გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა, საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არის კრიტიკულ მდგომარეობაში, 400-მდე. ყველაფერი კეთდება მათ გადასარჩენად,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button