ირაკლი კობახიძე – გიგი უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს

აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას იმ განცხადებას, სადაც უგულავამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში ოპოზიცია არ შევა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მარტო იქნებიან, ირაკლი კობახიძემ თავი გადაიპარსოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავად გადაიპარსავს.

„პრინციპში, გიგი უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს, თბილისის მოსახლეობას დაუბრუნოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button