სოფელ ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლთან მამაკაცი ჩაცხრილეს

სოფელ ფონიჭალაში,  გურამიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს საცხოვრებელ სახლთან ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება) მუხლებითაა დაწყებული.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button