აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან აშშ-ის კონგრესის არც ერთ პალატას მსგავსი კანონპროექტი აქამდე არ მიუღია.

მარიხუანას ფედერალურ დონეზე აკრძალული ნივთიერებების სიიდან ამოღების კანონპროექტს მხარი 220-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 158 წინააღმდეგ წავიდა.

საკანონმდებლო პროცედურის შემდეგ ეტაპზე კანონპროექტს კენჭს აშშ-ის სენატი უყრის. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სენატში უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სენატმა მხარი დაუჭიროს მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას.

ამჟამად, ფედერალურ დონეზე მარიხუანას შენახვა და მოხმარება აკრძალულია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button