მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის ლიდერებს განუცხადა, რომ მათთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას ელოდება

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის ლიდერებს განუცხადა, რომ მათთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას ელოდება.

გამოცემა „გარდიანმა“ დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართვის ჩანაწერი მოიპოვა.

„დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა და ველი თქვენთან ერთად კიდევ დიდხანს მუშაობას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დიდი ოცეულის სამიტი წელს ვირტუალურ რეჟიმში ტარდება. მთავარი განხილვის საკითხი „კოვიდ-19“-ის პანდემია და ვაქცინის სამართლიანი დისტრიბუციის გეგმის დეტალებია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button