თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით თერჯოლის საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის დავით სარიშვილოს თქმით, გარდაცვლილები 70-დან 90 წლამდე პაციენტები არიან.

ისინი კლინიკაში იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეიყვანეს.

მათ თანმდევი დაავადებები ჰქონდათ და მდგომარეობა მძიმე იყო. კლინიკაში ცხრა მძიმე პაციენტი ჰყავთ, ასევე ინფიცირებულია რამდენიმე მედპეროსნალი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button