ქობულეთში კორონავირუსის დიაგნოზით ექიმი გარდაიცვალა

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ექიმი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 72 წლის ექიმი-თერაპევტი ამავე კლინიკის მოქმედი ექიმი იყო.

როგორც კლინიკის  დირექტორმა ავთანდილ მიქელაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი მედიკოსი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში 15 ნოემბერს შეიყვანეს. მას ორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა.

აჭარაში ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსით  მედპერსონალის გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button