ვაჟა სირაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ წერეთლის გამზირზე, „ემ ბი სის“ შენობასთან არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება

საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდა, შეწყვიტონ წერეთლის გამზირზე, „ემ ბი სის“ შენობასთან არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება.

სირაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ინფორმაცია, რომელიც არ არის დაზუსტებული, არ გაავრცელონ.

„ასევე მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ მედიასაშუალებებს, პირდაპირი ეთერებით ჩართვა შეწყვიტოთ, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიცოცხლეს. რაც შეეხება მოთხოვნებს და ყველა დეტალურ ინფორმაციას, ეტაპობრივად მოგაწვდით. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, ლაივ-ჩართვები არ გავაკეთოთ და ინფორმაცია, რომელიც არ არის დაზუსტებული, არ გავავრცელოთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, „ემ ბი სის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button