რუსთავში, საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.

ბავშვი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადმოყვანა იგეგმება.

“ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჩავუტარეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია და სისხლდენის შესაჩერებლად გადავიყვანეთ საოპერაციოში. შემდგომში გადაყვანას ვგეგმავთ პროფილურ კლინიკაში”, – აცხადებს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button