ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა.

ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება შეადგენს 145 ლარს. მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button