ირაკლი კუპრაძე- „ლელო საქართველოსთვის” სირცხვილის კორიდორში მონაწილეობას კატეგორიულად არ მიიღებს

„ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის, ლიდერი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას არ მიიღებს.

კუპრაძის, განცხადებით „ლელოს“ სტანდარტი გულისხმობს ნებისმიერი ამომრჩევლის პატივისცემას და ისინი ამომრჩევლებზ მოუწოდებენ, მეორე ტურში არ მიიღონ მონაწილეობა.

,,ლელო საქართველოსთვის” გუნდა არ უერთდება სირცხვილის კოლიდორს ეს არის ცალსახა პოზიცია იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი არჩევნებისთვის და არ მიგვაჩნია სწორად, რომ მოქალაქეები რომლებიც მიდიან თუნდაც სჯერათ იმ ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერას უცხადებენ და მიდიან ხმის მისაცემდად. ისინი დავადანაშაულოთ თავის არჩევანში. ჩვენ ვაპირებთ, რომ კამპანიური ნაწილი დავიწყოთ და ეს უკვე დაწყებული გვაქვს რაც ნიშნავს იმას, რომ გამოვაქვეყნოთ გაყალბებული ოქმები, გამოვაქვეყნოთ ზეწოლის, ძალადობის, მუქარის უამრავი ფაქტი.
ამის პარალეურად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ და დავარწმუნოთ, რომ მათ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არათუ არჩევნების მეორე ტურში არამედ გაყალბების ტურში.
ეს არის გაყალბების მეორე ტური სადაც ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება ცდილობს მაჟორიტარული არჩევნები გაინაღდოს სათავისოდ რაც არის ძალიან დიდი დანაშაული და ქართული სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი”-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button