ათენში სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საბერძნეთის დედაქალაქში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ათენში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეები სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების აჯანყების 47-ე წლისთავის აღნიშვნას ცდილობდნენ.

ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების თანახმად, სახალხო შეკრებები „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, აკრძალულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა ათობით პირი დააკავეს.

კომუნისტური პარტიის მხარდამჭერებმა პოლიცია ცრემლსადენი გაზისა და ელექტროშოკის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ეს შეკრება შესაძლოა, ვირუსის გავრცელების უდიდესი კერა გამხდარიყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button