მეექვსე დღე მთიან ყარაბაღში ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტიდან და მხარეთა ურთიერთბრალდებები – ერევანში აქციები არ წყდება

შეთანხმების შემდეგ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელი სამხედროები ზეიმობენ, სომეხი მოსახლეობა კი ტერიტორიას ტოვებს. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ერთად ქალაქ ფიზულსა და ჯებრაილში ჩავიდა. სომხეთში კი საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა.

პარალელურად არ წყდება საპროტესტო აქციები ერევანში. მოსახლეობის ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ მოითხოვს.

ნიკოლ ფაშინიანმა დღეს კიდევ ერთხელ სცადა საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა, ამჯერად, ეროვნული ასამბლეის ტრიბუნიდან. სომხეთის პრემიერი შენობაში აქციის მონაწილეებმა შეძახილებით შეაცილეს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button