საქართველოში კორონავირუსის 3020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 34 ადამიანი

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 387 პირი.

,,სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18, აჭარაში – 8, იმერეთში – 6, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 703 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა – 410, იმერეთი – 398, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 629, აჭარაში – 926, იმერეთში – 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 118, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 264 – იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 326 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში -1 204, ხოლო იმერეთში – 32.

სულ 6 ოქტომბრიდან – 14 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 267 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში – 17 972, იმერეთში – 4 964,” – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button