,,ლელოს” ოფისში ოპოზიციის ლიდერები სამომავლო გეგმაზე მსჯელობენ

“ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები მორიგ კონსულტაციას მართავენ. მთავარი თემა სამოქმედო გეგმაა.

მას შემდეგ, რაც დიალოგის მეორე რაუნდის შემდეგ, განცხადებები გაკეთდა და მხარეებმა დააფიქსირეს, რომ მოთხოვნებს ძალაში ტოვებენ, ოპოზიციურმა სპექტრმა სამომავლო სტრატეგიაზე უნდა იმსჯელოს. განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება საპროტესტო აქცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დაფიქსირება, რომ ოპოზიცია არჩვენების შედეგებს არ სცნობს:

“ეს იქნება ძალიან სანახაობრივი აქცია, არატრადიციული, შთამბეჭდავი აქცია. ჩვენ გვინდა ამით მივაწვდინოთ ხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმ რეალობაზე და პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ხელისუფლების წყალობით ქვეყანაშია. ჩვენი ძალიან ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ მიაწვდიან სახელმწიფო მდივანს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ. თუ ჩაინიშნა შეხვედრა ოპოზიციასთან, ეს იქნება ასევე ძალიან კარგი,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციის დეტალებზე კომენტარი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამაც გააკეთა.

“ეს არის განსხვავებული აქცია, იქნება მდუმარე, დააფენენ სტიკერებს, რომელსაც ეწერება გაყალბებულია და სოციალური დისტანციის დაცვით, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ცენტრალური პროსპექტები გადაივსება ადამიანებით,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button