შაქარაშვილის საქმეზე 6-ივე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო

გიორგი შქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 6 ბრალდებული არასრსულწოვანი დამნაშავედ სცნო და პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ ბრლადებულები ყველა წაყენებულ ბრალდებაში გაამტყუნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის სხდომას, ის 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს – ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ქანაშვილს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ზ.ხ.-ს და აკაკი ქვრივიშვილს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ, რაც დაზარალებულ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას მოიცავდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button