რესპუბლიკური საავადმყოფოს 3 სართულიდან COVID-19-ით ინფიცირებული გადმოვარდა

დღეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა.

შემთხვევის მიზეზი უცნობია.

ინფორმაციას, ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს.

,,დღეს დაახლოებით, 19:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი.
მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა.
შემთხვვეის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება”-განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button