აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიება ფედერალურ პროკურორებს დაავალა.

უილიამ ბარმა ფედერალურ პროკურორებს აცნობა, რომ გამოძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ სანდო და საყურადღებო ინფორმაცია არსებობს ისეთი დარღვევების შესახებ, რასაც ცალკე აღებულ შტატში ფედერალური არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენა შეეძლო.

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button