,,ხელისუფლება რომელსაც სძულს თავისი ხალხი, უნდა წავიდეს”- ირმა ნადირაშვილი

,,ჩვენ ყველამ უნდა ავირჩიოთ ბრძოლა, უნდა ავირჩიოთ ივანიშვილის გასტუმრება ხელისუფლებიდან და ვიცი რომ ჩვენ ვიქნებით მტკიცე ამ ბრძოლაში”, – ამ სიტყვებით პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ირმა ნადირაშვილმა მიმართა.

,, ყველამ ვუყურეთ საკუთარი თვალით ივანიშვილმა და მისმა მონებმა, როგორ მიიტანეს იერიში ადამიანებზე, ნოემბრის სიცივეში როგორ მიუშინეს წყლის ჭავლი ხალხს მაშინ, როცა პანდემიის პიკია. ჩვენ დავნახეთ, როგორს სძულს ივანიშვილს თავისი ხალხი და მე მჯერა, რომ ხელისუფლება რომელსაც სძულს თავისი ხალხი ის უნდა წავიდეს. ძირს ივანიშვილი და კობახიძეები” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button