“ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, ამას განვაცხადებთ უშუალოდ აქციაზე”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე გააჟღერებენ.

“ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, ამას განვაცხადებთ ჩვენ უშუალოდ აქციაზე. ეს მოიცავს იმ მნიშვნელოვან დღეებს, როცა გვექნება ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები.

დღეს საღამოს გვექნება მიმართვები ხალხთან, მიმართვები ადამიანებთან. 22:00 საათზე აქვს სამოქალაქო სექტორს, აქტივისტებს სხვადასხვა ღონისძიებები. ინდივიდუალურად იღებს ყველა გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button