ნიკა მელია აცხადებს, რომ მორიგი აქცია რუსთაველის გამზირზე შაბათს გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ შაბათს, 15:00 საათზე პარლამენტის შენობასთან ისევ შეიკრიბონ.

როგორც ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, გუშინ რაც იკადრა ხელისუფლებამ, ის არის რაც მათ შემორჩათ, ეს არის ძალადობა, ძალადობა და ძალადობა.

მისივე თქმით, ძალადობის რომ არავის არ ეშინია, ეს დაამტკიცეს აქციის მონაწილეებმა.

„რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ერს უკან ვერავინ დაახევინებს, რადგან ყველა ზღვარს გადავიდა რეჟიმი. რას არ აკეთებენ, რას არ იგონებენ, რა შეზღუდვებს არ აწესებენ, რა ბერკეტებს არ იყენებენ. გული მოგიკვდებოდა გუშინ, როდესაც ვუყურებდი რობოკოპებს, სპეცრაზმელებს, რომელთა დიდი ნაწილს იქ დგომა არ უნდოდათ, თუ ვინმე არის გასათავისუფლებელი ოლიგარქის ტყვეობიდან, ის ხალხია, ვინც დღეს ძალოვან უწყებებში მუშაობენ. ის ადამიანები ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ, ტყვეობაში არიან. ვერავინ დამაჯერებს, რომ მათ მშობლებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს სიამოვნებთ, რომ ისინი უპირისპირდებიან ხალხს, საკუთარ პირად მცველებად გადააქციეს. სამრთალადამცველები სამართალდამრღვევებად გადააქციეს. ივანიშვილის პირადი დაცვის წევრებად მოქმედებენ. კითხვები იბადება უამრავი, ხომ არ ვჩერდებით? ხომ ვაგრძელებთ? შემართება მუხტი, სულისკევეთება იმდენად ნათელია, არავინ რომ არ აპირებს უკან დახევას ეს ცნობილი. გამოდის კობახიძე, კალაძე და საუბრობს, რომ იმ პოლიტიკოსს დავაკავებთ, მელია დასაჭერია, მელია კრიმინალია. პატივია ხალხო, ივანიშვილო, თქვენ რომ მე მთვლით თქვენს მოწინააღმდეგედ, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ, ე.ი. ზუსტად იქ გებრძვით, რისიც გეშინიათ. ამდენი ხანი ვერ მიხდვით, რომ თქვენი ციხისა და თქვენი სასჯელის არავის ეშინია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ბრძოლა არ შენელდება, არ შეწყდება და გაგრძელდება.

„უამრავი საპროტესტო აქცია გაიმართება სხვადასხვა წერტილში ყოველდღიურად, მაგრამ მე მგონია, კოლეგებთან ერთად, რომ რუსთაველის გამზირზე ჩვენ ძალიან ბევრნი კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, რათა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს ყველაფერი. კობახიძე-ივანიშვლი იძახის შვიდი ათასს და ჩვენ ვართ ზღვა ხალხი. ამიტომ მგონია, რომ ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 15:00 საათზე და გადაივსება. ამით სხვა იმპულსი მიეცემა ჩვენ ბრძოლას. მაგრამ შაბათამდე ყველანი ვიბრძოლებთ ყველა კუთხე-კუნჭულში. მოთმინებით უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს. აქ დგახართ თქვენ და ბევრი დადგება კიდევ, მაგრამ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არავის, რომ ეს მუხტი და ეს შემართება ნებისმიერი შეზღუდვით, ნებისმიერი წნეხით ჩაკლას. ვერ ჩაკლავთ, რომ დაგვხოცოთ, რომ გაგვანადგუროთ სხვა გამოვა. მე დამიჭერ, მამაჩემი გამოვა, დედაჩემი გამო, ჩვენი ოჯახის წევრები გამოვლენ და ყველანი დავდგებით აქ. ისტორია იწერება აქ, ახალი საქართველო იწრთობა, ჩვენ ვართ ამ ყველაფრის შემოქმედნი, ჩვენ უბრალო პროცესების მონაწილე არ ვართ“, – განაცხადა ნიკა მელიამ

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button